კონტრაცეფციის ტიპების შესწავლა
შესავალი
კონტრაცეფციის მეთოდების ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვისა და არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. აქ მოცემულია კონტრაცეფციის მეთოდების ძირითადი კატეგორიები, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
სტატია
კონტრაცეფციის მეთოდების ცოდნა ძალზე მნიშვნელოვანია ოჯახის დაგეგმვისა და არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. აქ მოცემულია კონტრაცეფციის მეთოდების ძირითადი კატეგორიები, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.
1. ბარიერული მეთოდები
ბარიერული მეთოდის მუშაობა გულისხმობს სპერმის კვერცხუჯრედში შეღწევის ფიზიკურად შეფერხებას.
პრეზერვატივები: ხელმისაწვდომია მამაკაცებისა და ქალბატონების ვარიანტები, პრეზერვატივი არა მხოლოდ ხელს უშლის დაორსულებას, არამედ იცავს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან (სგგი).
უნდა მოხდეს მათი საშოში შეყვანა სექსის წინ, რათა დაიხუროს საშვილოსნოს ყელი და დაიბლოკოს სპერმატოზოიდების საშვილოსნოში შეღწევა.
2. ჰორმონალური მეთოდები:
ეს მეთოდები მოიცავს ჰორმონების გამოყენებას ოვულაციის თავიდან ასაცილებლად, რითაც გამორიცხავს დაორსულების შესაძლებლობას.
ორალური კონტრაცეპტივები: ასევე ცნობილია, როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, ისინი მიიღება ყოველდღიურად. არსებობს კომბინირებული აბები (ესტროგენისა და პროგესტინის შემცველი) და მხოლოდ პროგესტინის შემცველი აბები.
კონტრაცეფციული პლასტირები და ვაგინალური რგოლები: ისინი გამოყოფენ ჰორმონებს, ისეთებს რომლებსაც შეიცავენ კონტრაცეპტული აბები,მაგრამ განსხვავებულად გამოიყენება. პლასტირი იკვრება კანზე და იცვლება კვირაში ერთხელ, ხოლო რგოლი ისმევა საშოში და იცვლება თვეში ერთხელ.
კონტრაცეპტული ინექციები: ეს მეთოდი გულისხმობს ექიმის მიერ ჰორმონების, როგორც წესი პროგესტინის შეყვანას ყოველ სამ თვეში ერთხელ.
კონტრაცეპტული იმპლანტები და საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები (სშმ): ეს ხანგრძლივი მოქმედების ჰორმონალური კონტრაცეპტივები ძალიან ეფექტურია. იმპლანტი წარმოადგენს პატარა ღეროს, რომელიც ისმევა მკლავის კანქვეშ, მას შეუძლია ორსულობის თავიდან არიდება სამი წლის განმავლობაში, მაშინ როდესაც სშმ მოქმედებენ ხუთ წლამდე.
3. საშვილოსნოსშიდა მოწყობილობები (სშმ)
სპილენძის სშმ: ეს ჰორმონების გარეშე ვარიანტი წარმოადგენს პატარა T- ფორმის მოწყობილობას, რომელიც ისმევა საშვილოსნოში მედიცინის მუშაკის მიერ. მას შეუძლია ორსულობის თავიდან არიდება 10 წლამდე.
4. გადაუდებელი კონტრაცეფცია
ეს მეთოდები გამოიყენება დაუცველი სქესობრივი აქტის ან კონტრაცეფციის შეფერხების შემდეგ.
გადაუდებელი კონტრაცეპტული აბები (გკა): ასევე ცნობილია, როგორც „შემდგომი აბები“, გკა-ის მიღება შეიძლება დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათამდე დროის მანძილზე.
სპილენძის სშმ ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც გადაუდებელი კონტრაცეფციის ფორმა, თუ ჩაისმევა დაუცველი სქესობრივი აქტიდან ხუთი დღის განმავლობაში.
5. ბუნებრივი მეთოდები
ნაყოფიერების ინფორმირებულობის მეთოდი (FAM): ის მოიცავს თქვენი მენსტრუალური ციკლის მეთვალყურეობასა და სექსუალური აქტივობისგან თავის შეკავებას ან ბარიერული მეთოდის გამოყენებას მაღალი ფერტილური დღეების დროს.
შეწყვეტილი სქესობრივი აქტის მეთოდი: ეს მეთოდი გულისხმობს პარტნიორი მამაკაცის ასოს გამოღებას ეაკულაციამდე.ის ნაკლებად საიმედოა, ვიდრე სხვა მეთოდები.
6. სტერილიზაცია
ეს არის მუდმივი კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც შესაფერისია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ არ სურთ მომავალი ორსულობები.
ტუბალური ლიგირება: ქირურგიული პროცედურა ქალბატონებისათვის, რომელიც მოიცავს ფალოპის მილების დახურვას ან ბლოკირებას.
ვაზექტომია: ქირურგიული პროცედურა მამაკაცებისათვის, რომელიც გულისხმობს ვაზ დეფერენსის - თესლგამომტანი სადინრის დალუქვას, გადაკეტვას ან გადაჭრას.
გახსოვდეთ, რომ თქვენთვის სწორი კონტრაცეფცია დამოკიდებულია თქვენს ჯანმრთელობაზე, ცხოვრების წესსა და ურთიერთობებზე. ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია მედიცინის მუშაკთან თქვენი ინდივიდუალური ვარიანტების შესახებ. ასევე გაითვალისწინეთ, რომ პრეზერვატივის გარდა, აღნიშნული მეთოდების უმეტესობა არ იცავს სგგი-საგან (სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგან). უსაფრთხო სექსი აუცილებელია საერთო სექსუალური ჯანმრთელობისათვის.